ენდიაი: გამოკითხულთა 59 პროცენტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას საპარლამენტო არჩევნებზე

საქართველოს მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, თუმცა, მათ 59%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას. ინფორმაციას NDI აგვისტოში ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვების საფუძველზე აქვეყნებს.

გამოკითხულთა 12 პროცენტს არჩევნებზე წასვლა ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს.

ენდიაი-მ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები