ენდიაი-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56 პროცენტი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება

ენდიაი-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა (56 პროცენტი) დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდება.

გამოკითხულთა 28 პროცენტი კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამასთან, კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა არის, თუ საერთოდ არის ასეთი, სამი უმთავრესი დაბრკოლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საქართველოში, გამოკითხულთა 30 პროცენტი ამომრჩეველთა მოსყიდვას ასახელებს, დარღვევებს ხმის მიცემის პროცესში ამბობს 15 პროცენტი, 14 პროცენტი კი აცხადებს, რომ დაბრკოლებები არ არსებობს.

ენდიაი-მ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები