NDI: პანდემიის განმავლობაში ფინანსური დახმარების მიმღებთაგან 52 პროცენტი ამბობს, რომ მიღებული დახმარება საკმარისი იყო
ენდიაი-ს კვლევის თანახმად, პანდემიის განმავლობაში ფინანსური დახმარების მიმღებთაგან 52 პროცენტი ამბობს, რომ მიღებული დახმარება საკმარისი იყო. ფინანსური დახმარება ან შემწეობა მთავრობისგან გამოკითხულთა 43 პროცენტმა მიიღო.
გამოკითხულთა 57 პროცენტი ამბობს, რომ მთავრობისგან დახმარება არ მიუღია.
კითხვაზე, თუ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანზე იფიქრებთ, მთავრობის მხრიდან რა პროგრამები დაეხმარებოდა თქვენს ოჯახს ყველაზე მეტად, 29 პროცენტი უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება დაეხმარებოდა გამოკითხულთა 26 პროცენტს, დასაქმების პროგრამას ამბობს 24 პროცენტი.
ენდიაი-მ აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.