ანა მიქელაძე: 73-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა

 

ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.

როგორც ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, დროებითი წევრების შერჩევის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაც და შესაბამისი სტატისტიკაც, რომ 73-ვე საუბნო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. თითოეული კონკურსანტის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მათი გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ამ ინფორმაციას და აქ მთავარია აღინიშნოს ის, რომ დროებითი წევრების შერჩევის პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა. საარჩევნო კანონმდებლობით დეტალურად არის განსაზღვრული პირთა წრე, რომლებსაც აქვთ უფლება დაესწრონ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომებს. თუ პირი არის პარტიის წარმომადგენლად დანიშნული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მას აქვს უფლება, რომ დაესწროს ცესკოს სხდომებს, თუმცა არ აქვს უფლება დაესწროს საუბნო საარჩევნო კომისიაში მიმდინარე სხდომებს. ამასთან, შესაბამისი წესები მოქმედებს მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის, მათ გავლილი უნდა ჰქონდეთ აკრედიტაცია. არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის სხდომაზე შეჭრა განიხილება როგორც ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა“, – განაცხადა მიქელაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები