მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ყველა გამოვლენილი შემთხვევა და იზოლაცია დაავადების გავრცელების პრევენციის საფუძველია

“დღეს კორონავირუსის 152 შემთხვევაა გამოვლენილი, ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მონაცემზე მეტი არ არის. ეს მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია გვაქვს”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსის ყველა გამოვლენილი შემთხვევა და იზოლაცია დაავადების გავრცელების პრევენციის საფუძველია.

კოვიდინფექციას არ შეუცვლია თავის სახე, ჯერჯერობით გრძელდება ჩვეულებრივად და დაავადების გამოვლენის ყველა ფორმა გახლავთ. ეს არის ასიმპტომური, ანუ სიმპტომების გარეშე, არის თავიდანვე დაწყებული მსუბუქი მიმდინარეობით, რომელიც დამთავრდება როგორც მსუბუქი, ასევე დაავადება შეიძლება, დაიწყოს პირდაპირ მძიმედ: სუნთქვის უკმარისობით, პნევმონიასთან ერთად ან მის გარეშეც შესაძლებელია, შესაძლებელია ასევე დაავადების პროგრესირება ნებისმიერი ფორმის დროს –  ასიმპტომური იქნება, მსუბუქი თუ საშუალო სიმძიმის ყველამ შეიძლება განიცადოს პროგრესირება დაავადების პირველი 10 დღის განმავლობაში და თითოეული ფორმიდან მივიღოთ მძიმე ფორმა, თუ პროგრესირება გაგრძელდება კრიტიკული ფორმაც კი.

არასრულწლოვნები არიან მაგრამ როგორც ყოველთვის მათთან კლინიკა უმნიშვნელოდ გამოხატულია, ძალიან მსუბუქად არის გამოხატული ან უხშირესად ასიმპტომური ფორმები აქვთ.

დღეს არის 152 შემთხვევა, ყოველ შემთხვევაში, გუშინდელ მონაცემზე მეტი არ არის. ეს მიმანიშნებელია, რომ სიტუაციის სტაბილიზაციაა. 152 შემთხვევის გამოვლენა ეს არის ძალიან აქტიური კვლევების ჩატარების შემდეგ. ეს არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ გარკვეულწილად, ყველა გამოვლენილი შემთხვევა და მათი იზოლაცია, გავრცელების პრევენციის საფუძველია.

ჩავთვალოთ, რომ ეს ორი-სამი დღე დინამიკაში მატება თუ არ გვექნება და ამ მაჩვენებელს შევინარჩუნებთ, ნელ-ნელა, როგორც დღეს, ნაკლები იყო გუშინდელზე, ასე გაგრძელდება, ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული სამუშაოები მყისიერი თანაზომადი, არის ეფექტური. ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად, გავრცელების პრევენციას მოვახერხებთ ყველა გამოვლენილის იზოლაციით“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები