„ნაცმოძრაობის” წევრი გიგი უგულავას – “მერე იტყვი თავს მესხმიანო, არადა მაინც არ ისვენებ”
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ანა წითლიძე „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას სოციალურ ქსელში მიმართავს.
მისი თქმით, გიგი უგულავას პოლიტიკური კარიერა ამ არჩევნებზე ზუგდიდში დასრულდება.
„გიგი ძვირფასო, მერე იტყვი თავს მესხმიანო, არადა მაინც არ ისვენებ. ის ცხრა წელი თუ რამე იყო შეცდომა წინა ხელისუფლების მათ შორის „შენი საოჯახო ქმედებები,” მთელს თბილისს რომ ყელში ამოუყვანე მაგრამ – არავის უკადრებია წამოყვედრება. შენ „დიად პოლიტიკოსს” მესამე ადგილისთვის მოგიწევს ბრძოლა და შენი პოლიტიკური კარიერა ამ არჩევნებზე ზუგდიდში დასრულდება – ვიცი, რომ კარგად გესმის და ღელავ, მაგრამ ისარი გაასწორე, სამიზნე გეშლება. პოლიტიკურად თორემ ადამიანურად ჯართი რომ იძახე, მაშინ დამთავრდი”, – წერს ანა წითლიძე.