ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულ პირებს 15-15-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ პირებს – სასამართლოს გადაწყვეტილებით, პეტრე ყუფარაძეს თავისუფლების  4 წლით და კახა ჩხეტიანს 5 წლით  აღკვეთა განესაზღვრათ.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პროცესს ამჯერად გერმანიაში გადის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები