თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია ,,კანონი და სამართლის” ლიდერსა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საბურთალოს ოლქში, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ის ,,ფეისბუქზე” წერს.
“ძვირფასო მეგობრებო, დამიდასტურდა კოვიდი!!! თავს უკეთ ვგრძნობ! თუ ღმერთმა ინება, გავუძლებთ!
მიყვარხართ! ახლა მე არა, ჩემს ირმას უგულშემატკივრეთ ავსტრიაშია, გაიგებს და ინერვიულებს! თავისუფლება ლომთა ხვედრია”, – წერს თაკო ჩარკვიანი.