ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნება, რომელმაც კრიზისის პირობებში გამოავლინა კარგი კრიზის-მენეჯერის თვისებები
„ქართულმა ოცნებამ” წარმოადგინა საარჩევნო პროპორციული სიის პირველი ოცეული და დაასახელა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის პრემიერი ისევ გიორგი გახარია იქნება, რომელმაც კრიზისის პირობებში გამოავლინა კარგი კრიზის-მენეჯერის თვისებები. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანას ეყოლება სტაბილური მთავრობა არჩევნების შემდეგ, რაც ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს”,- წერს სოციალურ ქსელში ექპსერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
„პირველ ოცეულში არიან ძველი სახეებიც და დეპუტატობის ახალი კანდიდატებიც, ის ხალხი, ვინც თავ-თავიანთ სფეროში წარმატებებს მიაღწია. საინტერესოა, როგორი იქნება მეორე ოცეული, მესამე ოცეული და მეოთხე ოცეულიც კი, იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე ოცეულის გაყვანის რეალური შანსები აქვს “ოცნებას”, ჩემი აზრით. ამას დაემატებიან მაჯორიტარულ ოლქებში გამარჯვებულებიც. ასე, რომ საინტერესოა დარჩენილი სია როგორი იქნება”,- წერს ნიკოლოზ მჭედლშვილი.