მარიამ ქვრივიშვილი:  საამაყოა, რომ ღირსად ჩამთვალეს მოვიაზრებოდე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე, მადლობას ვუხდი გუნდს ნდობისთვის

ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად შევასრულო ის დაკისრებული საქმე, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და სამშობლოსთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება , – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, “ქართული ოცნების” სიის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქვრივიშვილმა მმართველი პარტიის სიის წარდგენის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკუთარ გამოცდილებას ქვეყნის წარმატებისთვის გამოიყენებს.

“ჩემთვის ძალიან საამაყოა ის, რომ ღირსად ჩამთვალეს მოვიაზრებოდე ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციაზე. რა თქმა უნდა, დიდ მადლობას გადავუხდი გუნდს გამოხატული ნდობისთვის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად შევასრულო ის დაკისრმრებული საქმე, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და სამშობლოსთვის კიდევ უფრო მეტი წარმატების მომტანი იქნება. ჩემს როლს, იმ გამოცდილებით და ცოდნით, რაც მაქვს მიღებული საჯარო და კერძო სექტორში ჩემს გუნდთან ერთად, მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და ყველაფერი, რაც აძლიერებს ჩვენს ქვეყანა.

ჩემი ადგილი, რომელზეც სუბიექტურად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან ბევრი ადამიანის დასაქმებისთვის შემქმნელი ინდუსტრიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული ადამიანი. გამოცხადდება კონკურსი, როგორც წესია და ვფიქრობ, ბევრ ადამიანს მიეცემა საშუალება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში, რადგან გუნდი, რომელიც ტურიზმის ადმინისტრაციას დღეს ჰყავს ძალიან ღირსეულია და წლებია ემსახურება თავის ქვეყანას”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები