გიორგი გახარია: „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს

„ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს, „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციული სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანია ქვეყანა ეკონომიკურად ძლიერი და დემოკრატიული გახდეს.

„მინდა მადლობა გადავუხადო გუნდს და ბიძინა ივანიშვილს როგორც პარტიის თავმჯდომარეს, ამ დიდი ნდობისთვის. იმის მაგივრად, რომ ახლა ჩვენივე თავის შეფასებები გავაკეთოთ, ამას ამომრჩეველი უჩვენოდაც გააკეთებს. ყველა ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენი მიზანია სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, რა თქმა უნდა, ადამიანზე ზრუნვა. ჯანმრთელობა, ჯანდაცვა, სოციალური სისტემა, ჩვენი მომავალი, ბავშვების და განათლების სისტემა, ისევე როგორც მოხუცებზე ზრუნვაა. უნდა შევძლოთ რომ ქვეყანა ეკონომიკურად უფრო ძლიერი გახდეს და დემოკრატიული. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს . „ქართულ ოცნებას“ არ დასჭირდება კოალიცია“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები