კახა კალაძე: კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ

8 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვალა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე,- ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2020 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა მოქალაქეებისთვის ღირსების შეგრძნების დაბრუნებაა.

„მეგობრებო, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის 8 წლის თავზე, მსურს უპირველესყოვლისა აღვნიშნო ის უმთავრესი მიღწევა, რაც ჩვენმა გუნდმა განახორციელა. თავისუფლების და ღირსების შეგრძნების დაბრუნება თითოეული მოქალაქისთვის, თითოეულ ოჯახში, ჩვენ მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ შევცვალეთ ყველაზე მთავარი, სისტემის, ხელისუფლების დამოკიდებულება ადამიანისადმი. 8 წლის მანძილზე უკეთესობისკენ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა. დღეს ჩვენ აღარ გვიწევს ადამიანის ელემენტარული უფლებისთვის, წამების და ჩაგვრის დასრულებისთვის ბრძოლა. კი არ ვიბრძვით, არამედ ვშრომობთ. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ვადებზე, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსახლეობის კეთილდღობის ხარისხის ამაღლებაზე, ვსაუბროთ წარმატებით განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, ვკამათობთ და ვრიგდებით სრულად პროპოციული არჩევნების ჩატარების ვადებზე, მართლმსაჯულების სისტემის დახვეწაზე, გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტების პირობების შენარჩუნებაზე.“,-განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები