ბიძინა ივანიშვილი: „ქართულმა ოცნებამ” პრაქტიკულად ყველა მიმართულებით შეძლო ქვეყნის შეუქცევადი განვითარება

„ნდობა და მხარდაჭერა გვიმყარებს რწმენას, რომ ჩვენ ერთად წავიყვანთ ამ ქვეყანას განვითარებისა და კეთილდღეობისკენ”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების” გუნდში არიან პოლიტიკოსები, რომლებმაც უერთგულეს იდეებსა და საქმეს და კორონავირუსის პანდემიის დროს ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდეს.

„ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც უკვე დაამტკიცეს, რომ შემძლე არიან ყველაზე რთულ დროს იყვნენ იდეისა და საქმის ერთგული და განსაცდელს აარიდონ ქვეყანა. ყველამ, ვისაც საქმე უკეთებია, იცის შრომის ფასი. ადვილია, როცა პასუხისმგებლობა არ გაგაჩნია და ტყუილსაც კადრულობ. საბედნიეროდ, ხახლი ბრძენია და კარგად ხედავს რას აკეთებს „ქართული ოცნება”. მინდა იცოდეთ, კვლავაც გავაგრძელებთ, ხიდების, სკოლების, უნივერსიტეტებისა და გზების მშენებლობას. ჩვენ არ გვჩვევია ტრაბახი, საქმის კეთება მმართველი გუნდის პირდაპირი მოვალეობაა და ჩვენ ამას უხმაუროდ ვაკეთებთ. დარწმუნებული ვარ ჩვენ ისევე წარმატებით მოვიგებთ ბრძოლას სიცრუესთან და ხალხში უიმედობის დათესვასთან, როგორც საკაცობრიო გამოწვევის დროს დავძლიეთ კრიზისი”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები