შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომლის ტესტის პასუხი 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.

“აღნიშნული პირი არ იმყოფებოდა კონტაქტში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებთან და მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია.

ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებასა და კონტაქტების კვლევას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა”, – ნათქვამია განხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები