სალომე ზურაბიშვილი: ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული ნაბიჯია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რაგბის ნაკრებს საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ვულოცავ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში – „შემოდგომის ერთა თასი“ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას, რაც ქართული რაგბისთვის ისტორიული და წინგადადგმული ნაბიჯია. ვულოცავ, ასევე, ქართველ გულშემეტკივარს. ჩვენს ნაკრებს ღირსეულ ასპარეზობასა და გამარჯვებებს ვუსურვებ“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
საქართველოს რაგბის კავშირის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველოს ნაკრები რვა ერის გათამაშებაში ჩაერთვება.