გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის​ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპალატა წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას ევროკავშირში, ფარავს 43 ევროპულ ქვეყანას, აერთიანებს 45 წევრ ასოციაციასა და 20 მილიონ ბიზნეს. ასევე, 1700 რეგიონულ და ადგილობრივ სავაჭრო პალატას. საქართველოს სავაჭრო პალატა ევროპალატის წევრი 2000 წელს გახდა და, როგორც ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს.

“ევროპალატა ევროკავშირში მთავარი ბიზნესგაერთიანებაა და ბიზნესის ინტერესების დამცველი. შესაბამისად, საქართველოს სავაჭრო პალატის ძლიერი პოზიციები ნიშნავს ქართული ბიზნესის ძლიერ პოზიციებს ევროკავშირში”, – განაცხადა გიორგი პერტაიამ.

მისივე თქმით, ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების ხელშეწყობის დაფინანსებისა და ადვოკატირების მიმართულებით საქართველოს სავაჭრო პალატა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპალატასთან, ასევე, ევროპალატის წევრ სხვა პალატებთან.

“მსოფლიო პანდემიის ფონზე, პალატებმა შეიძინეს განსაკუთრებული როლი, ვინაიდან მიმოსვლები ნაკლებია, ევრო პალატა არის სწორედ ის პლატფორმა, რომლის საშუალებით უფრო ხშირი გახდა პალატის ექსპორტის წახალისების შესაძლებლობების გამოყენება”, – აცხადებს პერტაია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები