პრემიერი: თავშეყრა აიკრძალა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თავშეყრა ღია სივრცის ღამის კლუბებშიც აიკრძალა.
„იკრძალება ღამის კლუბები ღია სივრცეებშიც. დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს, რადგან ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებებია. ამგვარი ღონისძიებები ვირუსის სწრაფი გავრცელების რისკს შეიცავს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.