თაზო ფაცაცია: მამუკა ხაზარაძე სხვის ხელის შეშლაზე როგორ საუბრობს, როცა თვითონ თხილის ფესტივალის ჩაშლა სურდა

მამუკა ხაზარაძის განცხადებას, თითქოს, მას ზუგდიდში ხელს უშლიდნენ შეხვედრის გამართვაში, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, თაზო ფაცაცია გამოეხმაურა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ,,ფეისბუქპოსტს,, სრულად გთავაზობთ

“მამუკა გვყოლია ზუგდიდში ხაზარაძე და გუშინ განუცხადებია, ხელს მიშლიდნენ შეხვედრის გამართვაშიო. მიშას დრო მორჩა, ბატონო ბანკირო, თქვენი სათაყვანებელი სააკაშვილის მსგავსად ახლა პოლიტიკურ პარტიებს მოქმედი ხელისუფლება ხელს არ უშლის – კი გინდათ, მაგრამ ასე არ არის!

ისე, თქვენი აქტივისტები თხილის ფესტივალის დროს რა მისიით გამოაგზავნეთ ღონისძიებაზე? რეგიონის უმნიშვნელოვანესი ღონისძიების ჩაშლა რომ გსურდათ!

არ გრცხვენიათ ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, რომლებსაც მთელი ზუგდიდი უდიდეს პატივს ვცემთ, ,,ზონდერებს,, რომ უწოდებთ?! რომლებსაც, ბუნებრივია, თქვენთან კითხვების დასმა მოუნდათ იმის შესახებ, თუ რატომ არ დატოვეთ 9 აპრილის შემდეგაც კომუნისტური პარტია და რატომ ინახავდით გულმოდგინედ კომუნისტურ პარტ. ბილეთს!”, – წერს თაზო ფაცაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები