ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების მატება ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით – აჭარაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით – აჭარაში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესი მართვადი იყოს.

„შემთხვევების ზრდა, რაც ახლა გვაქვს, პირდაპირ კავშირშია მობილობის ზრდასთან, როცა ადგილობრივ ტურიზმს მიეცა მეტი გასაქანი. ინფექცია ყველა ეტაპზე ქვეყანაში ცირკულირებდა სხვდასხვა ინტენსივობით და ეს ინტენსივობა ახლა გაზრდილია. პირველი, ეს ზაფხულში მოსალოდნელი იყო, განსაკუთრებით – აჭარაში, როდესაც ძალიან მაღალი იყო მობილობა და იმიტომაც დაიწყო ეს აჭარიდან. აჭარაში ძალიან დიდი მასა ადამიანებისა შეიკრიბა და, გარდა ამისა, მოგეხსნებათ, იქ იყო ძალიან დიდი ლოკალური თავშეყრები სხვადასხვა კლუბში, სხვადასხვა გასართობ ადგილში, სადაც ელემენტარული რეკომენდაციები არ იყო დაცული. ეს საქართველოს აღმოჩენა არ არის, ყველგან ასე ხდებოდა. მწვანე იქნება თუ წითელი ქვეყნის სტატუსი, ეს არ არის მთავარი. მთავარია, ეს პროცესი ქვეყანაში მართვადია. ქვეყანა და ის ორგანიზაციები, რომლებიც დღეს კოორდინებას უწევენ ამ პროცესებს, სერიოზულ გამოცდას გადის. გამოწვევაა ეს ჩვენი. პროგნოზირებადი იყო შემთხვევების ზრდა და იმასაც ვპროგნოზირებდით, რომ ეს ყველაფერი აჭარიდან დაიწყებოდა იმიტომ, რომ იქ იყო ამის ნიშნები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები