ბექა ფერაძე: ბათუმში კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება და მნიშვნელოვანია, რომ ობიექტების შემოწმების პროცესი კონტროლზე იყოს აყვანილი

“ბათუმში კოვიდინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება და მნიშვნელოვანია, რომ ობიექტების შემოწმების პროცესი კონტროლზე იყოს აყვანილი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

ფერაძის თქმით, ინსპექტირების პროცესს კოორდინაციას პირადად გაუწევს.

„გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება სოციალური ღონისძიებების მიმართულებით. ასევე, როგორც იცით, მონიტორინგის მექანიზმი ხორციელდებოდა მიმდინარე დღეებში, მათ შორის, სხვადასხვა საზედამხედველო უწყების ჩართულობით. მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად შემოწმდა და კიდევ ერთხელ გაიცა გაფრთხილებები სხვადასხვა ობიექტზე, კვების ობიექტებზე, რათა მოხდეს მაქსიმალურად დაცვა, რადგან ხვალიდან უკვე იკრძალება სოციალური ღონისძიებები და, გარკვეულწილად, მეტად წესდება აკრძალვები.

ხვალ უშუალოდ გავუწევ კოორდინაციას, გავემგზავრები ბათუმში, სადაც მოვახდენთ ინსპექტირებას და პირად კონტროლზე იქნება აყვანილი ეს პროცესი. როგორც იცით, ბათუმში ფიქსირდება მომატებული კოვიდინფიცირებულების რაოდენობა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კონტროლზე იყოს აყვანილი“, – აღნიშნა ბექა ფერაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები