ამირან გამყრელიძე: იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საკონდიტრო „დონაში“, რესტორან „მრავალჟამიერსა“ და სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდნენ კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაიტარონ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმ მოქალაქეებმა, რომლებიც საკონდიტრო „დონაში“, რესტორან „მრავალჟამიერსა“ და სასტუმრო „ოაზისში“ იმყოფებოდნენ, კორონავირუსზე ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

მისივე თქმით, კორონავირუსზე ტესტირება კიდევ უფრო გაფართოვდება და გამაფრთხილებელი შეტყობინებები აქტიურად დაიგზავნება.

„დაიგზავნა სამთავრობო შეტყობინება, სადაც წერია, რომ ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ 20 აგვისტოს შემდეგ ნამყოფი პირები სასურველია, სამედიცინო დაწესებულებებში მიბრძანდნენ და ტესტირება ჩაიტარონ. ასევე, სასურველია, ჩაიტარონ ტესტირება მათ, ვინც იმყოფებოდა „ოაზისში“ 30-31 აგვისტოს და რესტორან „მრავალჟამიერში“, ქორწილში, სადაც გვაქვს 8 შემთხვევა. იქ ნამყოფმა ადამიანებმა სასურველია, ტესტირება ჩაიტარონ სახელმწიფოს ხარჯზე. ვაფართოებთ ტესტირებებს, უფრო ხშირად დაიგზავნება სხვადასხვა მოწოდების შეტყობინებები, საზოგადოება ყურადღებით უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები