სატრანსპორტე საშუალებები საქართველოში 154.8 მლნ მგზავრს მოემსახურა

იანვარ-ივლისში სატრანსპორტე დარგები 154.8 მლნ მგზავრს მოემსახურა. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, მგზავრების რაოდენობა 60,6 მილიონით შემცირდა.

ყველაზე მასშტაბური კლება საავტომობილო დარგშია. თუ 2019 წლის პირველ შვიდ თვეში სატრანსპორტე დარგი 210.7 მლნ მგზავრს მოემსახურა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებლმა 153.4 მლნ მგზავრი შეადგინა.

სამოქალაქო ავიაცია იანვარ-ივლისში 0.7 მლნ მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 3.1 მლნ მგზავრს შეადგენდა.

კლებაა რკინიგზაზეც – მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოს რკინიგზით 0.7 მლნ-მა მგზავრმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1 მლნ მგზავრით ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები