მირიან ნიკოლაძე: ვინ ელოდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე, რომელიც 4 დღეს წყალში იმყოფებოდა, რამე დნმ-ის ნიმუში ამოვიდოდა, ვერ გეტყვით

“დაახლოებით, 9-10 კაცი, თუ მეტი არა, ფრჩხილებდაჭრილი მივიდა საგამოძიებო უწყებაში – მომზადებულები, რომ არ ჩარჩენილიყო მათ ფრჩხილებში გიორგის კვალი”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ შაქარაშვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზის დასკვნის შესახებ განაცხადა.

“ვინ ელოდა, რომ გიორგის სხეულზე, რომელიც 4 დღეს წყალში იმყოფებოდა, რამე დნმ-ის ნიმუში ამოვიდოდა, ვერ გეტყვით. საერთოდ, რატომაა აჟიოტაჟი ატეხილი, არ ვიცი, მე არანაირი მოლოდინი ამასთან დაკავშირებით არ მქონდა. დაახლოებით, 9-10 კაცი, თუ მეტი არა, ფრჩხილებდაჭრილი მივიდა საგამოძიებო უწყებაში  – მომზადებულები, რომ არ ჩარჩენილიყო მათ ფრჩხილებში გიორგის კვალი. მიკრონაწილაკები არ გადადის, თუ მჭიდრო კონტაქტი არ გაქვს ადამიანთან – ან უნდა ეჭიდავო ან შეეხო ისე, რომ გადავიდეს ეს მიკრონაწილაკი. ადამიანს როდესაც არტყამ და გონებას კარგავს და ფეხით დგები ზედ, იქ რა მიკრონაწილაკი უნდა გადავიდეს”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ახალი ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვლილის ხელებსა და ფრჩხილებზე ბრალდებულების დნმ-ი არ აღმოჩნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები