ლალი ტურძელაძე: შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

“შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. გონზე არიან, ადეკვატურები, კონტაქტურები, მათი მდგომარეობა უკეთესია, გართულებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. მართვითი სუნთქვიდან ერთი საერთოდ მოხსნილია, 2 კი მართვითი სუნთქვის გამარტივებულ რეჟიმში იმყოფება, ალბათ, სრულად მალე მოიხსნებიან“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები