სავაჭრო პალატა მეწარმეებისთვის FIDIC -ის პრაქტიკულ ტრენინგს გეგმავს

სავაჭრო პალატა მეწარმეებს FIDIC -ის ტიპის ხელშეკრულებების პრაქტიკულ ასპექტებსა და ძირითად გამოწვევებზე ტრენინგს სთავაზობს.

როგორც “კვირას” სავაჭრო პალატიდან აცნობეს, ტრენინგის პროცესში მსმენელები ინფორმაციას მიიღებენ ისეთი საკითხებზე, როგორებიცაა: FIDIC-ის ტიპის ხელშეკრულებები და ძირითადი განსხვავებები წიგნებს შორის, ინჟინრის როლი ხელშეკრულებაში, სამუშაოების შეჩერება და მისი სამართლებრივი შედეგები. ასევე, გამოსწორების შეტყობინებასთან (Notice to Correct) დაკავშირებული საკითხები, ხელშეკრულების შეწყვეტა, საჩივრები, დავის გადაწყვეტის მექანიზმები და სხვა.

სესია დისკუსიის რეჟიმში წარიმართება.

ტრენინგს სავაჭრო პალატის მოწვეული ექსპერტი, სალომე წურწუმია გაუძღვება, რომელსაც აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო დარგში, მათ შორის, FIDIC-ის ტიპის სხვადასხვა სახის საკონსულტაციო და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმების, მიმდინარეობისა და დასრულების კუთხით.

მეწარმეებს ტრენინგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და პროგრამის გაცნობა სავაჭრო პალატის ვებგვერდზე ( www.gcci.ge) შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები