ჟანდოს ტემირგალი: ტრანსკასპიური მარშრუტის უპირატესობა სიჩქარე და დაბალი რისკებია

“სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის განხორციელებას, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს მარშრუტი მეგობრული ქვეყნების: ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის”, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას KAZAKH INVEST– ის სტრატეგიული საინვესტიციო პროექტების საბჭოს თავმჯდომარის მრჩეველმა, ჟანდოს ტემირგალიმ განუცხადა.
მისი თქით, 2019 წლის ბოლოს კონტეინერების ტრაფიკის მოცულობამ ჩინეთი – შუა აზია – სამხრეთ კავკასია – თურქეთი – ევროპის მიმართულებით 26 ათასი კონტეინერი შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 70 %-ით აღემატება.

“ამ მარშრუტის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის დაბალი კომპლექსური რისკები, რაც უზრუნველყოფს ტრანსპორტირების სტაბილურობას, ასევე სიჩქარეს, საშუალოდ 15-20 დღეს. ამავდროულად, წინა პლანზე დგას მულტიმოდალური სატვირთო ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების განვითარება, რასაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები. პრიორიტედად რჩება დიდი საერთაშორისო მოთამაშეების მოზიდვა ამ კონცეფციის განხორციელებაში “, – აღნიშნა ტემირგალიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები