თურქმენეთმა და საქართველომ საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების შესაძლებლობები განიხილეს

დღეს თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის ონლაინშეხვედრა გაიმართა. როგორც აზერბაიჯანული გამოცემა – „ტრენდი“ თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის – “კასპიის ზღვა – შავი ზღვა” პროექტის აღორძინებაზე. ხაზი გაესვა Lapis Lazuli -ის პროექტის ( ავღანეთის, თურქმენეთის აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანზიტო კორიდორი) მნიშვნელობას რეგიონთაშორისი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის დაჩქარების ფონზე. აღინიშნა უწყვეტი ტრანსპორტირებისა და მომარაგების მნიშვნელობა გზებისა და საზღვაო პორტების ეფექტური გამოყენების გზით. ამასთან დაკავშირებით, გამოითქვა თურქმენეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის ჩატარების აუცილებლობა.

ვიდეოკონფერენციის დროს ასევე განიხილეს კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს უწყებათაშორისი, დარგთაშორისი კონსულტაციების გაგრძელების აუცილებლობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები