გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდა

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს,, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის  მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ბიბლიოთეკის წარმომადგენლებს შეხვდა.

,,კულტურის განვითარება, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საგანმანათლებლო სფეროსი.სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში აშენდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის მარჯვენა ფლიგერი. რეაბილიტირდა ცაგერის სურათების გალერეა და მწვანე თეატრი.

შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება საწინდარი იქნება ცაგერის მუნიციპალიტეტში კულტურული ცხოვრების განვითარებისთვის”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები