ჭალე-ფახულანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობასთან დაკავშირებით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია

ჭალე-ფახულანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაწყებულია ტენდერის გამოსაცხადებლად საჭირო ღონისძიებები, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება. წლის ბოლომდე ჭალე-ფახულანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი განხორციელდება, – ამის შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბესიკ ფარცვანიამ განაცხადა.

წალენჯიხის მერი ჭალეს მუნიციპალიტეტში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა, რომელიც გზის აღნიშული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითხოვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია გზის მოწყობასთან დაკავშირებით, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვს მუნიციპალიტეტის მერიას. მათი თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ 53 კილომეტრი გზა დაიგო, მათ შორის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე მნიშვნელოვან მონაკვეთს, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებს ერთმანეთთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები