ხიბულაში ხიდი შენდება

ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ხიბულაში, მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდი შენდება. ძველი ხიდი ამორტიზებული იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ხიდის მშენებლობაზე 1 მილიონ 600 ათას ლარამდე დაიხარჯება და მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები