მცხეთა-მთიანეთში ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფელ დულუზაურების, ჩაბანოს, გოჯიანების, სხლოვანის, კვერნაულასა და ახალსოფლის მოსახლეობას შეხვდა.

შალვა კერესელიძემ ადგილობრივებთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც „ქართული ოცნების” გუნდი მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში აპირებს.

როგორც ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებს მთის სტატუსი უკვე მინიჭებული აქვთ, რაც გაზრდილ პენსიასა და კომუნალურ გადასახადებზე შეღავათებს გულისხმობს. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების დახმარებითვე სოფლებში მოგვარებულია საგზაო ინფრასტრუქტურის, სასმელი წყლისქ და გაზიფიცირების პრობლემა.

,,ამ სოფლებში „ძირითადი პრობლემები მოგვარებულია. აქ პირველი რიგის პრიორიტეტებად სხვა საჭიროებები – გარე განათებების, სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწესრიგება დგას”, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები