ირაკლი ხახუბია: დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ფოთის განვითარების შეუქცევად პროცესს გავაგრძელებთ

ფოთის, ხობისა და სენაკის “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია ფოთის მუნიციპალიტეტში ცენტრის, კუნძულისა და ნაბადის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

„მოქალაქეებთან შეხვედრაზე საუბრის ერთერთი თემა იყო პროექტები, რომლებიც ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში განხორციელდა ქალაქში. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო, კულტურის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მიმართულებით, გვაქვს ხელშესახები შედეგები. მიუხედავად დიდი პროგრესისა, არაერთი გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქალაქი. მოქალაქეებისთვის პრიორიტეტულია წყალანირების სისტემის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები. დისკუსიის რეჟიმში მიმოვიხილეთ პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც მოსახლეობა ჩვენს გუნდს ანდობს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ფოთის განვითარების შეუქცევად პროცესს გავაგრძელებთ”, – განაცხადა შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები