გია ჟორჟოლიანი: მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს
„როგორც კი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საპატიმროში წავა, რადგან ის სასჯელი უნდა მოიხადოს, რაც სასამართლომ მიუსაჯა”, – ამის შესახებ “სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ლიდერმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანს სააკაშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატობაზე საუბარი არასერიოზულად მიაჩნია.
„როგორც კი სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, საპატიმროში წავა, რადგან ის სასჯელი უნდა მოიხადოს, რაც სასამართლომ მიუსაჯა. მის პრემიერმინისტრობის კანდიდატობაზე საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია. დანარჩენი არის მანიპულირება და აბსურდული განცხადებების გაკეთება, რაც ახალი არ არის. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ამას მიჩვეული ვართ“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საკუთარ ,,ფეისბუქგვერდზე,, დაწერა, რომ დღეს, 7 სექტემბერს დაბრუნების გეგმას წარადგენს.
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.