“ნაცმოძრაობისა” და “ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება

“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

“მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალთან, ზუსტად ამიტომ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ,, და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერმინისტრობაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ საქართველოში ბრუნდება. მისი თქმით, ის დღეს, 7 სექტემბერს იტყვის, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.

ამის პასუხად მმართველ გუნდში ამბობენ, რომ, როგორც კი სააკაშვილი საზღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები