მარინა ეზუგბაია: მოსახლეობის მიერ რეგულაციების სწორად შესრულება თუ მოხდება, არ მგონია, კარანტინზე საუბარი იყოს

„არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, რადგან მყისიერად ხდება თანაზომიერი ღონისძიებების გატარება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობამ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები უნდა დაიცვას.

„არ მგონია, კარანტინის გამოცხადებაზე იყოს საუბარი, რადგან მყისიერად ხდება თანაზომიერი ღონისძიებების გატარება. ქვეყანას აქვს სიმძლავრეები, რომლითაც შეგვიძლია, გამოვავლინოთ პაციენტები და მათი იზოლაცია მოახდინონ. თუ მოსახლეობა სწორად გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულებას – ვატარებთ პირბადეს და დავიცავთ ხელების ჰიგიენასა და დისტანცირების წესებს, დაავადებაში ყველაფერი კონტროლებადი და მართვადი იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები