ამირან გამყრელიძე: თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე საუბარი არ იქნება

“თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა, არავითარ ჩაკეტვებსა და განსაკუთრებულ გამკაცრებებზე, მხედველობაში მაქვს საგანგებო მდგომარეობა, საუბარი არ იქნება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

„გაფართოებული ტესტირება გახლავთ ერთერთი მთავარი იმისთვის, რომ ვირუსი დროულად გამოვავლინოთ და ადამიანი გადავიყვანოთ იზოლაციაში. რაც შეეხება გამკაცრების ე.წ. „მიკრო“ ღონისძიებებს, რაც გამოვიყენეთ მესტიაში, ყარაჯალარში, ბოლნისსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, იყოს, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ახლა ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვაზე ვილაპარაკოთ. ამასთან, უნდა მოვუწოდო აჭარის მოსახლეობას, რომ მიმართონ გამოკვლევებს“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები