ამირან გამყრელიძე: რაც მეტი ქორწილი იქნება, ამას რა სჯობს, მაგრამ დროებით, დიდი შეკრებებისგან თავი შევიკავოთ

“გურიაში კორონავირუსის შემთხვევები დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება”,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გურიაში გუშინ იყო ინფექციის სამი შემთხვევა, დღეს კიდევ დაემატა ერთი და გაფართოებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

„​ეპიდკვლევა დაიწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემობანში. ასევე კვლევები მიმდინარეობს ოზურგეთის რაიონში, ეს შემთხვევები დაკავშირებულია დიდი ალბათობით ფართომასშტაბიან ქორწილთან. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ მოწოდება, რომ ვცხოვრობთ პანდემიისა და ეპიდემიის პირობებში, საქართველოში კანონით აკრძალულია 100 ადამიანზე მეტის შეკრება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს არის განსაკუთრებით მომატებული რისკი, როდესაც ბევრი ადამიანი, ყოველგვარი დაცვის გარეშე იკრიბება. კარგია, რაც მეტი ქორწილი იქნება ქვეყანაში, რაც მეტი ბავშვი გაჩნდება, ამას რა ჯობია, მაგრამ დროებით, ვიდრე ამ პირობებში ვცხოვრობთ, თავი შევიკავოთ ამ დიდი შეკრებებისგან, რადგან ეს გახლავთ ერთერთი უმთავრესი მიზეზი სწორედ ინფექციის შემდგომი გავრცელების“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები