ბათუმში გამოკრული ბანერის გამო “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა პარტია პროტესტის ნიშნად დატოვა

ბათუმში ,,პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, არჩილ მამულაძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციონერმა გადაწყვეტილება წასვლის შესახებ ,,რეგიონულ კვირას” რამდენიმე დღის წინ პირად საუბრებში უთხრა. საკრებულოს წევრის თქმით, მისთვის მიუღებელია ირმა ინაშვილის პოლიტიკა და მისი გადაწყვეტილებები. არჩილ მამულაძისთვის ბათუმში განთავსებული ბანერები, სადაც აჭარა წითლადაა აღნიშნული, ყოველგვარ საზღვარს სცდება.

,,დიდი ხანია, ეს გადაწყვეტილება მაქვს მიღებული, თუმცა ოფიციალურად დღეს გავაჟღერე, ჩემი და ინაშვილის მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ბევრ რამეში არ ვეთანხმები მათ, რადგან მიმაჩნია, რომ ის დამოკიდებულება, რაც აქვთ ქვეყნის მიმართ, არასწორია. მე იმასაც გეტყვით, რომ ადრეც დაუტოვებიათ პარტია არაერთსულოვნების გამო. თუ გინდა, რაღაც შეცვალო ქვეყანაში, უნდა გიყვარდეს ის და მე ვერ დავინახე ამ გუნდში პატრიოტიზმი. უახლოეს მომავალში პარტიას სხვა წევრებიც დატოვებენ”, – განაცხადა არჩილ მამულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები