საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 65,5 ლარით შემცირდა

2020 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 175.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 65.5 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა – 916.3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 29.7 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი,

საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი,

მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი.

2020 წლის II კვარტალში ბიზნესში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.1 პროცენტით ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები