1169 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა

1169 გამოკვლეულ მებაჟე ოფიცერს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ახალ კორონავირუსზე (COVID-19) რისკჯგუფების მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში, დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტების: ,,სადახლო სარკინიგზო”, ,,სარფი”, ,,ლაგოდეხი”, ,,ვალე”, ,,ნინოწმინდა”, ,,მტკვარი”, ,,ყაზბეგი”, ,,კარწახი”, ,,გარდაბანი”, ,,კარწახი-ახალქალაქი სარკინიგზო”, ,,ბათუმის პორტი”, ,,თბილისის აეროპორტი”, ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის”, ასევე, ,,თბილისის, ფოთისა და თბილისის აეროპორტის გაფორმების ეკონომიკური ზონების” 1169 მებაჟე ოფიცერს გამოკვლევა ჩაუტარდა. ამასთან, მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდათ საბაჟო დეპარტამენტის – საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს თანანამშრომელთა სრულ შემადგენლობას.

კორონავირუსი არცერთ მათგანს   დაუფიქსირდა. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების პასუხები ,,COVID-19″-ზე უარყოფითია.

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინებით, კორონავირუსზე სრული ტესტირების პროცესი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები