აზერბაიჯანული გაზის თვითღირებულება 7,4 %-ით გაიზარდა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 1000 კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის თვითღირებულება 61,89 მანათი, ანუ 36.43 დოლარი გახდა.

სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR -ის მონაცემებით, ბუნებრივი არის თვითღირებულება 2019 წელს 7,4 %-ით გაიზარდა.

როგორც SOCAR -ის ანგარიშშია მითითებული, ყოველ გაყიდულ 1000 კუბურ მეტრზე კომპანიის ხარჯებმა (გაზის დამუშავება, შენახვა და ტრანსპორტირება) 140.46 მანათი ანუ 82.14 დოლარი შეადგინა.

როგორც კომპანიაში განმარტევენ, გაზის თვითღირებულების ზრდა მატერიალური ხარჯების, ხელფასების, ელექტროენერგიის ხარჯების, გადასახადებით, ასევე,  უსაფრთხოებისა და მომსახურების ხარჯების ზრდით არის განპირობებული.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ 2020 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221 მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმება, მათ შორის “სოკარიდან” – 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი – 873.804 მ3 მლნ-ის. აზერბაიჯანული გაზის წილი საქართველოს ბაზარზე 93 %-ს აჭარბებს. ბუნებრივი აირის დაახლოებით 3-5 % საქართველო რუსეთიდან, კერძოდ, „გაზპრომისგან“ იღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები