ნოჯიხევში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, არხის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – ვარაზ გაბედავა გაეცნო.
პროექტის მიხედვით, მოეწყობა ხიდ-ბოგირი და რკინაბეტონის სანიაღვრე არხი.
ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 41167 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები