ქუთაისში მარკეტი ” ფემილი” დააყაჩაღეს

ქუთაისში მარკეტი ” ფემილი” დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა.

შემთხვევა გვიან ღამით აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი შენიღბული იყო და თანამშრომლებს საკანცელარიო დანით ემუქრებოდა. მარკეტის თანამშრომლებმა დაცვა გამოიძახეს, თუმცა უცნობმა პირმა გაქცევა მოასწრო. როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები