სოფელ ცდოსთან მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

სოფელ ცდოსთან მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე ზაგაშვილმა სამუშაოები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.

აღნიშნული გზის მოსწორების სამუშაოები ხორციელდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებთან დაკავშირებული სამუშაოები“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები