სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში საინფორმაციო კამპანია გაიმართა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანია გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტის მნიშვნელობასა და პროექტში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი შენგელია, მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე – მამუკა წოწერია, მისი მოადგილე, საკრებულოს წევრები, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სამოქალაქო ბიუჯეტი არის მუდმივი პროცესი, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებას გულისხმობს. ქალაქის მაცხოვრებლები, თავიანთი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე შეძლებენ, დაგეგმონ საკუთარი ბიუჯეტი. ქალაქის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულს გამოეყოფა 200 000 – 200 000 ლარი. გამოყოფილი თანხა გაიხარჯება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად.

პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ან/და ფაქტობრივად ცხოვრობს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე.

პროექტი ხორცილედება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განვითარების თანამშრომლობის პროგრამისა და სოლლიდარობის ფონდ “PL საქართველოს” ხელშეწყობით.

ზუგდიდში სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმირების ინიციატივა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით გახარიას ეკუთვნის.

სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა. პროექტის ფარგლებში, შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე წელს 25 პროექტი განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები