ამირან გამყრელიძე: ბათუმში კლუბების დახურვას არ ვაპირებთ, აუცილებელია, დაიცვან რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ბათუმში მდებარე კლუბების მეპატრონეებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე მათი დახურვა არ იგეგმება.

“მოვუწოდებ ბათუმში მდებარე კლუბების მეპატრონეებს, რომ დაიცვან რეგულაციები, ჩვენ არ ვაპირებთ მათ დახურვას. აუცილებელია, დაიცვან რეკომენდაციები. კერძოდ, კარგად დაალაგონ ტერიტორია ყოველდღიურად, ხოლო სრული დეზინფექცია 2-3 დღეში ჩაატარონ, რადგან დარწმუნებული ვიყოთ, რომ იქ სანიტარული ნორმები მაქსიმალურად დაცულია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 22 ბათუმში არსებულ საკონდიტრო მაღაზია „დონას“ უკავშირდება, შვიდი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ხუთის წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები