აჭარაში კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება პოლიკლინიკებშიც შესაძლებელია

დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოქალაქეებს ნიმუშის აღება – N1 პოლიკლინიკაში, N4 პოლიკლინიკაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრსა და “ევექსის” ბათუმის ამბულატორიაში 10:00 დან 17:00 საათამდე არის შესაძლებელი. ასევე, დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე განხორციელდება. ახალი კარავი განთავსდა “ანბანის კოშკის” მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე. ტესტირებისთვის ქობულეთში კარავი ლოკალიზებულია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასევე, კვლევის ჩატარება შესაძლებელია დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს შენობაში.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ვინც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საკონდიტრო ,,დონა“-ში, ჩაიტარონ პისიარ ტესტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები