დღეიდან მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები იხსნება

მესტიის მუნიციპალიტეტში დღეიდან, 2 სექტემბრიდან საკარანტინო შეზღუდვები იხსნება. შესაბამისი გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 26 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
შეგახსენებთ, მესტიის მუნიციპალიტეტი კორონავირუსის შემთხვევების მატებისა და რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მუნიციპალიტეტში ერთდროულად ვირუსის 17 შემთხვევა გამოვლინდა.
მუნიციპალიტეტში აღნიშნული პერიოდის განმავლობაში თერმოსკრინინგი და მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები