ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.

კლინიკის ინფორმაციით,30 წლის ქალბატონი აჭარიდანაა და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის, პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

” რამდენიმე წუთის წინ შემოიყვანეს ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა. პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა,ხველა და ყელის ტკივილი. ამ ეტაპზე მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება”,- განაცხადა ქუთაისის ინფექციური კლინიკის მენეჯერმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია, განმეორებით ტესტირების შემდეგ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი კლინიკას დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები