შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოთხბალიანი შტორმის დროს  23 მოქალაქე გადაარჩინეს, ასევე, გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია.

“მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ – დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს, არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს, არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები